ჯეი ლოსა და ბენ აფლეკის განქორწინების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის ფონზე, ბენისა და ჯენიფერ გარნერის უფროსი ქალიშვილი, 18 წლის ვაიოლეტი ლოს-ანჯელესში გადაიღეს.
მედიის ცნობით, გოგონა ჯეი ლოს შვილებს, 16 წლის ემმასა და მაქს შეხვდა, მათ ერთად ივახშმეს. ამ დღეს უმშვენიერესი ვაიოლეტი ექს-დედინაცვლის, „დოლჩე და გაბანას“ კაბაში იყო გამოწყობილი. ცნობისთვის, ეს კაბა ჯენიფერმა მას რამდენიმე თვის წინ აჩუქა. აღსანიშნავია, ვაიოლეტსა და ჯენიფერს შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდათ, ინსაიდერების ცნობით, ვაიოლეტი ძალიან განიცდის მამისა და ჯეი ლოს განშორების ამბავს.
სუპერ დედინაცვალი – ჯენიფერ ლოპესი ბენ აფლეკის შვილებთან ურთიერთობის დალაგებას ცდილობს