LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Bene group – პირველი ქართული კომპანია, რომელიც 2018 წლის ავტომობილებით მოგემსახურებათ

468

„ბენე ჯგუფი” (Bene group) საქართველოს ბაზარზე 2014 წლიდან საქმიანობს, დღეს ის ლიდერი საექსპორტო კომპანიაა გადაზიდვების სფეროში.კომპანიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: სახმელეთო, საზღვაო, სარკინიგზო და საჰაერო გადაზიდვები.

2017 წლიდან „ბენე ჯგუფმა” დაიწყო ახალი პროექტი, „ბენე ექსკლუზი”, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს მაღალი კლასის გადაადგილების სერვისს.

როგორც „ფორტუნასთან” საუბარში „ბენე ჯგუფის” დირექტორმა გიორგი გოგლიძემ განაცხადა, „ბენე ექსკლუზივი” პირველი კომპანიაა საქართველოში, რომლის ავტოპარკიც დაკომპლექტებულია 2018 წლის მერსედეს ბენცისა და ტოიოტას ავტომობილებით.

„ჩვენ ვართ, ფაქტობრივად, ლიდერი კომპანია და ამას რამდენიმე მიზეზი განაპირობებს. მთავარი არის ის, რომ მომხმარელებს ვთავაზობთ საერთაშორისო სტანდარტების მომსახურებას, ასევე გვყავს უახლესი ავტომობილები, როგორც სედანი, ისე ჯიპი, ავტობუსი და მიკროავტობუსი, ასევე ძალიან მაღალკვალიფიციური მძღოლები. განსაკუთრებულად დიდ ყურადღებას ვაქცევთ უსაფრთხოებას, ავტომობილებში მაქსიმალურად დაცულია უსაფრთხოების ყველანაირი სტანდარტი, ასევე „ბენე ექსკლუზივის” ყველა მგზავრი, ბარგი და ავტომობილი დაზღვეულია საუკეთესო პიროებით. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ჩვენ ვემსახურებით როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ისე ტურისტებსა და სამთავრობო სექტორს. ჩვენი პარტნიორი კოპანიებია „თეგეტა მოტორს” და „მერსედეს ბენცი”.

რაც შეეხება გადაზიდვებისა და ლოგისტიკის ნაწილს – ჩვენი პარტნიორია თითქმის ყველა მსხვილი ქართული კომპანია, მათ შორის: ვისოლი, ბორჯომი, თელიანი ველი და სხვა.  გადაზიდვები ხდება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ”, -აღნიშნა გიორგი გოგლიძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები