ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ დეჰიდრატაციის გამო, საავადმყოფოში გადაიყვანეს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, პრემიერს კლინიკაში გადაყვანისას თავბრუსხვევა აღენიშნებოდა და შეუძლოდ იყო.
ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისი აცხადებს, რომ პრემიერი სიცხის დროს გალილეის ზღვაზე იმყოფებოდა.
საგულისხმოა, რომ ანალიზების პასუხები ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.
