ჰიტ, Beautiful Things-ის შემსრულებელი, ბენსონ ბუნი კვლავ საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. ამჯერად 23 წლის მომღერალმა „ინსტაგრამზე“ გამოქვეყნებულ ვიდეოში მოკლე, შავი მაქმანებიანი კაბა მოირგო, რამაც ინტერნეტში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.
ვიდეოში ბუნი იახტაზე პოზირებს და ფონად საკუთარ სიმღერას, The Time of My Life მღერის.
ბევრი მიიჩნევს, რომ უჩვეულო ჩაცმულობა ახალი მუსიკის პოპულარიზაციისთვის გათვლილი ნაბიჯი იყო, ნაწილი კი ამ ქმედებას არტისტის „ქამინგ აუთად“ აფასებს.
ბენსონ ბუნმა ახალი სიმღერა და კლიპი დედას მიუძღვნა
ბენსონ ბუნის მომავალი ტურნეს კონტერტებზე დასასწრები ბილეთები რეკორდულ დროში გაიყიდა
