LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Bentley-მ ექსკლუზიური Bentayga 1-ლი მსოფლიო ომის ვეტერანს მიუძღვნა

132
Bentley

კომპანია Bentley-მ ექსკლუზიური Private White V.C. Bentayga წარადგინა. ყველგანმავალს სახელი 1-ლი მსოფლიო ომის გმირის, რიგითი ჯეკ უაიტის პატივსაცემად ეწოდა. ჯეკი დიდი ბრიტანეთის უმაღლესი სამხედრო ჯილდოს მფლობელიცაა. სამხედრო სამსახურიდან წასვლის შემდეგ უაიტი ტანსაცმლის კერვით იყო დაკავებული და ამ სფეროშიც საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწია. უაიტის ნიღბებს Covid 19-ის პანდემიის დროს ექიმები ატარებდნენ.

რაც შეეხება უმაღლეს ჯილდოს – ვიქტორიას ჯვარს, ჯარისკაცმა უაიტმა ის 1917 წელს ჩადენილი გმირობისთვის აიღო. დაწყებული 7 მარტის ღამიდან 8 მარტის ჩათვლით, მან ტყვიების წვიმაში იარა, რათა 60 კაციანი ბატალიონი გადაერჩინა.

ომის ვეტერანის გმირობის უკვდავსაყოფად ავტომობილზე არაერთი საინტერესო დეტალი დაიტანეს. დაწყებული სავარძლების სტილითა და ფერით, რომელიც სამხედრო ტანსაცმელს მოგაგონებთ. თავის მისაყრდნობ ადგილებზე ვიქტორიას ჯვრებია ამოქარგული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები