კომპანიამ Bentley განსაკუთრებული კაბრიოლეტის “Continental GT V8 S” უნიკალური და ერთადერთი ეგზემპლარი გამოუშვა. ავტომობილის უნიკალურობა მისი ორიგინალური მოხატულობა გახლავთ, რომლის ავტორიც პოპულარული ბრიტანული ჯგუფის The Beatles-ის ალბომის Sgt. Pepper’s Lonely Hearts Club Band-ის დიზაინერს, სერ პიტერ ბლეიკს ეკუთვნის.
ავტომობილის გასაფორმებლად ბლეიკმა 10 სახეობის ფერთა გამა გამოიყენა. წინა ტუჩი მუქ-მწვანე ფერებში შეიღება, შასის ნაწილი ღია ცისფრად, კაპოტი ყვითლად, გამაგრილებელი სისტემის მახლობლად კი ვარდისფერია გამოყენებული. ამასთან ერთად კაპოტზე დიდი წითელი გულია დატანილი.
სალონის ინტერიერიც ავტომობილის ექსტერიერს ფერებშია მოწყობილი, ფორთოხლისფერი, წითელი, შავი, მწვანე… ხოლო ავტომობილს შასზე დატანილია ეტიკეტი, სადაც ლეგენდარული სერ პიტერ ბლეიკის სახელია ამოტვიფრული.
როგორც ცნობილი ხდება, ავტომობილი აუქციონზე გაიყიდება და გადახდილი თანხა, საქველმოქმედო ფონდს Care2save გადაერიცხება. აუქციონი 24 ივნისს, გუდვუდში, ”სისწრაფის ფესტივალი”-ს ფარგლებში გაიმართება.


