LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბექა არ იქნება ბოლო, ვინც უმრავლესობა დატოვა, დაველოდოთ, ვინ იქნება შემდეგი – ეკა ბესელია

208
beselia

ბექა არ იქნება ბოლო, ვინც უმრავლესობა დატოვა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილმა წევრმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ბექა ნაცვლიშვილის გადაწყვეტილებას, მმართველი გუნდის დატოვების თაობაზე.

ბესელიას განცხადებით, მას არ უკვირს ნაცვლიშვილის პროტესტი.

„ბექა არ იქნება ბოლო, ვინც უმრავლესობა დატოვა. მე არ მიკვირს, რომ ბექას ეს პროტესტი აქვს. მაგალითად, მდინარაძისნაირ ადამიანებს არ ექნებათ ეს პროტესტი, ისინი ერგებიან ყველანაირ სიტუაციას, ყველა დროს და ყველანაირ კომფორტს. ბექას რომ პროტესტი აქვს, ეს მე არ მიკვირს. ასე რომ, ახლა ჩანს ძალიან ჯანსაღი პროცესი. მომავალში ვხედავთ სწორედ იმ ადამიანებთან ურთიერთობას, გარკვეულ თემატურ სამუშაო პროცესს, ვისაც აქვს სწორი დამოკიდებულება მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. დაველოდოთ, შემდეგი ვინ იქნება,”- განაცხადა ბესელიამ.

ფრაქცია „ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატების“ წევრმა, ბექა ნაცვლიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა. ნაცვლიშვილი გადაწყვეტილების მიღების მიზეზად დაგროვებით საპენსიო სისტემასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებას ასახელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები