„ვეუბნები საბანაძეს, ჩვენ რომ გვექლესებოდა, მანამდე სააკაშვილს ექლესებოდა, ახლა გახარიას ექლესება, იქ ვისაც ექლესებოდა კი ხედავდით“, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ დეპუტატი ბექა ოდიშარია 4 ივნისს, აშშ-ის კონგრესში საქართველოზე გამართული მოსმენის დროს ევროკავშირში საქართველოს ყოფილი ელჩის, ნატალია საბანაძის სიტყვით გამოსვლას.
„თვალს ვადევნებდი ამ განხილვას და დილამდე ყურში ჩამესმოდა: „ჰა, შენ კიკუ თუმანი და გაიხადე“ და გაიხადეს ამ სულგაყიდულმა ადამიანებმა…
იქნებ აშენებს ქვეყანას და თუ აქცევს საქართელოს და დემოკრატრიას და მართლაც უკუსვლას იწვევს, მაშინ გნებავთ დაგვასანქცირეთ, გნებავთ დაგვხვრიტეთ“, – თქვა ბექა ოდიშარიამ.
ცნობისათვის, აშშ-ის კონგრესში საქართველოს შესახებ მოსმენა გაიმართა. კონგრესში ფონდ „ღია საზოგადოების“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი, ივანე ჩხიკვაძე და ევროკავშირში საქართველოს ყოფილი ელჩი, ნატალია საბანაძე სიტყვით გამოვიდნენ.
„ივანიშვილი არის ადამიანი, რომელსაც შოუ მიჰყავს“ – კონგრესმენი სტივ კოენი