1-ელ სექტემბერს დევიდ და ვიქტორია ბექჰემების შუათანა ვაჟს, რომეოს, 23 წელი შეუსრულდა. იუბილე ოჯახმა ვიწრო წრეში წვეულებით აღნიშნა – ჯერ რესტორანში ვახშმით, შემდეგ კი მდიდრულ იახტაზე, სადაც ოჯახი ზღვის ფონზე მზის ჩასვლას ერთად შეეგება.
„ვერ ვიჯერებ, რომ უკვე 23 წლის ხარ!“ – დაწერა ვიქტორიამ და შვილთან ერთად გადაღებული საარქივო ფოტოები გააზიარა.
დევიდმა კი რომეოს კეთილი, თავმდაბალი, ზრდილი, შრომისმოყვარე და განსაკუთრებული ადამიანი უწოდა.
უკვე აღარავის გაჰკვირვებია ის ფაქტი, რომ ძმის იუბილეს ბრუკლინ და ნიკოლა პელტცები არ დასწრებიან. ბრუკლინმა რომეოს არც სოციალურ ქსელის საშუალები მიულოცა დაბადების დღე, მეტიც, ძმებმა ერთმანეთის „ინსტაგრამ“ გამოწერები გააუქმეს.




