პარტია „ქართული ოცნების“ ოფისთან გამართულ აქციაზე სამართალდამცავებმა 4 ადამიანი დააკავეს. ინფორმაცია “ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
როგორც უწყებაში განაცხადეს, ისინი ადმინისტრაციულ სამართლადარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით არიან დაკავებულები.
აქტივისტებსა და სამართალდამცავებს შორის შეხლა-შემოხლა მაშინ დაიწყო, როდესაც აქცია პერფორმანსით – “ბერა ივანიშვილის პირადი პუდელი” აქტივისტებმა “ტვ პირველის” ირგვლივ განვითარებული მოვლენები გააპროტესტეს.
შეგახსნებეთ, პროკურატურა “ტვ პირველისგან” კერძო საუბრების ამსახველი ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობის მიწოდებას ითხოვს.
ამავე თემაზე:
მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ხელები შორს თავისუფალი მედიისგან – „სტრატეგია აღმაშენებელი“
ჩნდება საფრთხე, მედია კიდევ ერთხელ იქცეს პოლიტიკური ანგარიშსწორების სამიზნედ – მედიაკოალიცია
არ გაბედოთ ტელევიზიაში შესვლა და კიბეების მიდგმა !!! – ტვ პირველის დირექტორი პროკურატურას მიმართავს
“ტვ პირველში” შეჭრას არავინ აპირებს, ეს არის სიცრუე – პროკურატურა
“ოცნება” მედიაზე თავდასხმით ჯიუტად იმეორებს წინა ხელისუფლების შეცდომებს – იოსელიანი