LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ხელები შორს თავისუფალი მედიისგან – „სტრატეგია აღმაშენებელი“

74
გიორგი-ვაშაძე

სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ პროკურატურას ნება მიეცა „ტვ პირველიდან“ მასალების ამოღების, პოლიტიკური მოტივითაა ნაკარნახევი და ხელისუფლებისთვის დამაზიანებელი სხვა ინფორმაციის სავარაუდო გავრცელების პრევენციას ემსახურება, -ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ განცხადებაშია ნათქვამი.

“დღეს ტელეკომპანია „პირველმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სასამართლომ პროკურატურას ტელევიზიიდან მასალების ამოღების უფლება მისცა.

„ტელეკომპანია „ტვ პირველთან“ დაკავშირებული განჩინებით სასამართლომ ფაქტობრივად პროკურატურას უფლება მისცა, ტელევიზიაში ძალის გამოყენებით შევიდნენ და ამოიღონ ნოდარ მელაძის რეპორტაჟში გასული კონფიდენციალური წყაროს მიერ გადაცემული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა და კონვერტი, რომელშიც მოთავსებული იყო აღნიშნული მატარებელი.

მიგვაჩნია, რომ სასამართლოს აღნიშნულ გადაწყვეტილებას არანაირი საერთო არ აქვს სამართლიან სასამართლო პროცესთან, ნაკარნახევია პოლიტიკური მოტივით და ემსახურება ხელისუფლებისთვის დამაზიანებელი სხვა ინფორმაციის სავარაუდო გავრცელების პრევენციას.

ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, პროფესიული საიდუმლოების წყარო დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით და არავის აქვს უფლება, მოითხოვოს ამ წყაროს გამხელა, რაც ასევე განმტკიცებულია ევროპული სასამართლოს პრაქტიკით, რომელსაც პირდაპირი მოქმედების ძალა აქვს საქართველოში.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ხელები შორს თავისუფალი მედიისგან!“, – ნათქვამია „სტრატეგია აღმაშენებლის“ განცხადებაში.

შეგახსენებთ, პროკურატურა “ტვ პირველისგან” კერძო საუბრების ამსახველი ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობის მიწოდებას ითხოვს.

გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიებამხოლოდ „კერძო საუბრის უნებართვოდ ჩაწერის მუხლით“  დაიწყო.

პროკურატურა “ტვ პირველისგან” კერძო საუბრების ამსახველი ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობის მიწოდებას ითხოვს.

ამავე თემაზე:

არ შევეგუებით! მხარდაჭერა იმ ჟურნალისტებს, ვინც პირადი რისკის ფასად დაუპირისპირდა სისტემას – ხოშტარია

ჩნდება საფრთხე, მედია კიდევ ერთხელ იქცეს პოლიტიკური ანგარიშსწორების სამიზნედ – მედიაკოალიცია

არ გაბედოთ ტელევიზიაში შესვლა და კიბეების მიდგმა !!! – ტვ პირველის დირექტორი პროკურატურას მიმართავს

გამორიცხული არ არის, თავისუფალ მედიაზე დიდი შტურმი მზადდებოდეს: უგულავა ტვ პირველსა და პროკურატურის გადაწყვეტილებაზე

გვქონდა მოლოდინი, რომ ვიქნებოდით ხელისუფლების შტურმის მსხვერპლი და ეს შტურმი დადგა ძალიან მალე: ნოდარ მელაძე

“ტვ პირველში” შეჭრას არავინ აპირებს, ეს არის სიცრუე – პროკურატურა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები