LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ოცნება” მედიაზე თავდასხმით ჯიუტად იმეორებს წინა ხელისუფლების შეცდომებს – იოსელიანი

80
levan-ioseliani

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება მედიაზე თავდასხმით ჯიუტად იმეორებს წინა ხელისუფლების მიერ დაშვებულ შეცდომებს, – ასე ეხმაურება ოპოზიციონერი დეპუტატი, პარტია „მოქალაქეების“ წევრი ლევან იოსელიანი სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით, პროკურატურას „ტვ პირველიდან“ მასალების ამოღების უფლება მისცა.

იოსელიანის თქმით, “ხელისუფლება არასწორ ნაბიჯებს დგამს, როცა სამიზნედ ამოიღო მედიასაშუალება და არა ჩანაწერების შინაარსი”.

“მოქალაქეების” ლიდერი მიიჩნევს, რომ ეს საბოლოო ჯამში, კიდევ უფრო ამძიმებს პოლიტიკურ სიტუაციას ქვეყანაში.

“რეალურად, მათ არ უნდათ გამოძიონ ის, რაც არის არსებითი ამ ჩანაწერებში, მაგრამ მოუწიათ გამოძიების დაწყება, რაღაცაზე ეს გამოძიება უნდა დაეწყოთ და დაიწყეს იმაზე, რაც ყველაზე მაღალი სტანდარტით არის დაცული საქართველოში, ეს არის გამოხატვის თავისუფლება. ჩვენ გვაქვს კანონი, რომელიც ჟურნალისტებს აძლევს საშუალებას, რომ არ გაახმაურონ წყარო საიდაც მიიღეს ინფორმაცია. ვერანაირი სასამართლო გადაწყვეტილება ვერ აიძულებს ჟურნალისტს, რომ დაასახელოს წყარო, ეს დაცულია კანონით. შესაბამისად, აბსოლუტურად არასწორ ნაბიჯებს დგამს ხელისუფლება, როცა სამიზნედ ამოიღო მედიასაშუალება და არა ის შინაარსი, რომელიც ამ ჩანაწერებშია გახმოვანებული”, – განაცხადა იოსელიანმა.

შეგახსენებთ, პროკურატურა “ტვ პირველისგან” კერძო საუბრების ამსახველი ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობის მიწოდებას ითხოვს.

გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიებამხოლოდ „კერძო საუბრის უნებართვოდ ჩაწერის მუხლით“  დაიწყო.

პროკურატურა “ტვ პირველისგან” კერძო საუბრების ამსახველი ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობის მიწოდებას ითხოვს.

ამავე თემაზე:

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ხელები შორს თავისუფალი მედიისგან – „სტრატეგია აღმაშენებელი“

არ შევეგუებით! მხარდაჭერა იმ ჟურნალისტებს, ვინც პირადი რისკის ფასად დაუპირისპირდა სისტემას – ხოშტარია

ჩნდება საფრთხე, მედია კიდევ ერთხელ იქცეს პოლიტიკური ანგარიშსწორების სამიზნედ – მედიაკოალიცია

არ გაბედოთ ტელევიზიაში შესვლა და კიბეების მიდგმა !!! – ტვ პირველის დირექტორი პროკურატურას მიმართავს

გამორიცხული არ არის, თავისუფალ მედიაზე დიდი შტურმი მზადდებოდეს: უგულავა ტვ პირველსა და პროკურატურის გადაწყვეტილებაზე

გვქონდა მოლოდინი, რომ ვიქნებოდით ხელისუფლების შტურმის მსხვერპლი და ეს შტურმი დადგა ძალიან მალე: ნოდარ მელაძე

“ტვ პირველში” შეჭრას არავინ აპირებს, ეს არის სიცრუე – პროკურატურა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g