LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბერდია სიჭინავა: „თეა წულუკიანი უკვე „წაქცეულია“ – საგამოძიებო კომისიაზე გიორგი გახარია მივა თუ არა, არ ვიცით, არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, ჩათვალეთ 50/50-ზეა“

289
ბერდია სიჭინავა

თეა წულუკიანი უკვე „წაქცეულია“. თეა წულუკიანი „წაიქცა“ როინ შავაძის საქმეზე, როცა კომისიაზე ვერ დაიბარა ვასილ როინიშვილი, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბერდია სიჭინავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

ბერდია სიჭინავას განცხადებით, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მთელი კომიკურობა იმაში მდგომარეობს, რომ მასზე გიორგი გახარია დაიბარეს მაშინ, როცა „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი მაღალჩინოსნები არ არიან დაბარებული.

„თეა წულუკიანი ასევე „წაიქცა“ გირგვლიანთან და გირგვლიანის დედასთან, როცა მურუსიძე გაამეფა თავისი სასამართლო[რეფორმების] ტალღებით სასამართლო ხელისუფლებაში. „წულუკიანი“ წაქცეულია „ნაცმოძრაობასთან“ და ახლა ცდილობს კომისიის თავმჯდომარეობით იმიჯის შექმნას.

სააკაშვილი არ დაუბარებიათ, ადეიშვილი არ დაუბარებიათ, მერაბიშვილი არ დაუბარებიათ, კოდუა არ დაუბარებიათ, ახალაიები არ დაუბარებიათ და გახარიას დაუძახეს კომისიაზე, წარმოგიდგენიათ?! მთელი კომიკურობა ამაში მდგომარეობს“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

კითხვაზე, მზად არის თუ არა გიორგი გახარია უპასუხოს საგამოძიებო კომისიის კითხვებს, ბერდია სიჭინავა პასუხობს, რომ „საგამოძიებო კომისიაზე გიორგი გახარია მივა თუ არა, ისიც არ ვიცით. არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, ჩათვალეთ 50/50-ზეა“.

რაც შეეხება დიდი ბრიტანეთის მიერ ქართველი თანამდებობის პირებისთვის სანქციების დაწესებას, სიჭინავას განცხადებით, სანქციები ჩიხია, რომელიც „ყველას მიუკაკუნებს და ვერავინ ვერ გადარჩება“.

„გარჩევები გუნდის შიგნით მაშინაც იყო, ეს დასამალი არ არის, გახარიამ, ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე, მხარი დაუჭირა იმას, რომ საქართველოში რევოლუციური პროცესი განვითარებულიყო“ – გია ვოლსკი 20 ივნისის საქმეზე

პარტია „გახარია საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე 20 ივნისის საქმეზე დაიბარეს. მათივე თქმით, საგამოძიებო კომისიაზე დაბარების შესახებ უწყისი გახარიას მშობლებს ჩაბარდა.

„რაც უფრო დრო გავა, დაინახავენ, რომ სასანქციო წრე ფართოვდება, უფრო მეტი ადამიანი სანქცირდება. ბიძინა ივანიშვილს უკვე აღარ აქვს რესურსი, რომ დიდ ბრიტანეთთან დაალაგოს, აშშ-სთან დაალაგოს, ევროკავშირთან დაალაგოს. ესე იგი ეს ადამიანი იზოლაციისკენ მიდის. იზოლაციისკენ, სადაც მომავალი არ აქვს არავის. ეს არის ჩიხი, ყველასთვის ჩიხია. მათ შორის იმ ადამიანების ჩიხიცაა, ვინც საყრდენია ბიძინა ივანიშვილის. ყველას მიუკაკუნებს ეს ამბავი, ვერავინ ვერ გადარჩება“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

magti 5g