LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბერძენიშვილი: ჩვენ არ გვეკუთვნის ახლა კანდიდატობა, ისევე როგორც არ ეკუთვნოდა ჩრდილოეთ მაკედონიას და ალბანეთს

118
დავით ბერძენიშვილი

პოლიტიკოსი დავით ბერძენიშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ამ ეტაპზე ევროკავშირის წევრობის კანდიდატობა არ ეკუთვნის, ისევე როგორც არ ეკუთვნოდა კანდიდატობა არც ჩრდილოეთ მაკედონიას, ალბანეთს. ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა „ტვ პირველის“ „დღის ამბებში” განაცხადა.

გუშინ ევროკავშირში კითხვარი შევიტანეთ, ხვალ გავხდებით ევროკავშირის წევრი და ეს არის ყველაზე დიდი იმედი – პრეზიდენტი ბერლინის კედელთან მივიდა

„ჩვენ არ გვეკუთვნის ახლა კანდიდატობა, ისევე როგორც არ ეკუთვნოდა კანდიდატობა არც ჩრდილოეთ მაკედონიას, ალბანეთს, მაგრამ იმუშავეს ნელ-ნელა.

მე ვხუმრობ ხოლმე, რომ ალბანეთია ჩემი იმედი, ალბანეთი ნატოს წევრია უკვე, არა ვართ მათზე უკან, მაგრამ ჩვენ გვაქვს ერთი დიდი ნაკლი, ცუდ დროს დაემთხვა ეს ხალხი ხელისუფლებაში, ასეთი ცუდი ხელისუფლება, ასეთი არაადეკვატური დასავლეთის გადმოსახედიდანაც საქართველოს არ ჰყოლია. შექმნილ ვითარებაში როგორც იქცევა ჩვენი მთავრობა, ეს ჩვენთვის ავანსად მოცემული იქნება,“ – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველომ ევროკავშირის კითხვარი შეავსო. პასუხს ივნისში მივიღებთ.

დღეს დიდი ნაბიჯი გადაიდგა – პრეზიდენტი ევროკავშირის კითხვარის გადაცემაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g