ბერლინიდან სამშობლოში საქართველოს მოქალაქეები დაბრუნდნენ. ფრენა კომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა“ განახორციელა.
თბილისის აეროპორტში ჩამოსულ მგზავრებს თერმოსკრინინგი ჩაუტარდათ.
მგზავრების ის ნაწილი, რომელთაც მომატებული ტემპერატურა არ აღმოაჩნდათ, საკარანტინო ზონებში გადაჰყავთ.
საქართველოში ჩამოსული ყველა მგზავრი დაექვემდებარება 14 დღიან სავალდებულო კარანტინს.