ბერლინური ტექნო იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში დაამატეს. ამის შესახებ The Guardian წერს.
ტექნო მხოლოდ ელექტრონული მუსიკის სახეობა არ არის. ეს არის მთელი კულტურა, რომელიც აერთიანებს როგორც კლუბებში მყოფ ადამიანებს, ასევე მათ ვინც ამ მუსიკას ქმნის – პროდიუსერებს, არტისტებს და ღონისძიებების ორგანიზატორებს.
ბერლინური ტექნო სათავეს 1980-იანი წლებიდან იღებს და ბრწყინვალების ხანად ბერლინის კედლის დანგრევის შემდგომი პერიოდი ითვლება. აღმოსავლეთ და დასავლეთ ბერლინელი ახალგაზრდობის თავისუფლების სიმბოლო სწორედ ღამის კლუბები გახდა.
ტექნო იქცა გამაერთიანებელ ძალად დანგრეული სოციალური კავშირების აღსადგენად.
აღსანიშნავია, რომ საცეკვაო მოედნებად მაშინ როგორც წესი, ყოფილი ქარხნებისა და საწყობების ტერიტორიებს იყენებდნენ.