8 ოქტომბერს, ლას-ვეგასში, BET Hip Hop Awards გაიმართა. საღამოს წამყვანი – Fat Joe იყო, რომელმაც ეს ამპლუა ზედიზედ მესამედ მოირგო.
Megan Thee Stallion, რომელიც 12 ნომინაციით დაჯილდოების მთავარ ფავორიტად ითვლებოდა, ჯილდოს გარეშე დარჩა.
შოუს ტრიუმფატორად, კენდრიკ ლამარი იქცა. ,,წლის ჰიპ-ჰოპ არტისტის” ნომინაციაში მან ისეთ კოლეგებს მოუგო, როგორებიც: ქარდი ბი, დრეიკი, ნიკი მინაჟი, 21 Savage, Future, GloRilla და Megan Thee Stallion არიან. ,,წლის სიმღერისა” და ,,საუკეთესო ვიდეოს” ნომინაციებში ტრეკისთვის – Not Like Us, პრემიები ასევე მას მიენიჭა. საერთო ჯამში, 37 წლის რეპერმა 11-დან 8 ნომინაციაში გაიმარჯვა. შედეგად, ლამარი ყველაზე მეტი, 37 მოგებით, BET Hip Hop Awards-ის რეკორდსმენად მოგვევლინა.
,,წლის ჰიპ ჰოპ ალბომად”, ნიკი მინაჟის Pink Friday 2, ,,საუკეთესო ახალ ჰიპ ჰოპ არტისტად” კი Sexyy Red დასახელდა.
როგორც დაანონსებული იყო, პრესტიჟული ჰონორის – I Am Hip Hop Icon წლევანდელი რეციპიენტი, ტრევის სკოტი გახდა.
BET Hip Hop Awards, რომელზეც საუკეთესო ჰიპ-ჰოპ შემსრულებლებს, პროდიუსერებსა და მუსიკალური ვიდეოების რეჟისორებს ავლენენ, Black Entertainment Television-ის ეთერში, 15 ოქტომბერს გავიდა.
2024 BET Hip Hop Awards-ის გამარჯვებულთა სრული სია იხილეთ აქ.