LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბევრი ისეთი რესპონდენტი იყო, რომელთაც წლების მანძილზე არ მიუციათ ინტერვიუ და პირველად ჩვენთან მოჰყვნენ თავიანთი ცხოვრების ძალიან საინტერესო ამბები… გადაცემა სექტემბერში ისევ დაბრუნდება“ – ნიკოლოზ ხაჩიძე

169
nikusha-xachidze-1-2022-01-20_13-29-24_773888

რადიო „არ დაიდარდოს“ რუბრიკას „მხიარული დილა“ ნიკოლოზ ხაჩიძე სტუმრობდა, რომელმაც თავისი გადაცემის „სხვა კითხვები“ გასული სეზონი შეაჯამა და ახალ სეზონზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

 ნიკა, მომიყევისხვა კითხვებთანდაკავშირებული სამომავლო გეგმების შესახებ.

გუშინ სეზონის ბოლო გადაცემა იყო, რომლის სტუმარიც ლადო ბურდული იყო. გადაცემა სექტემბერში ისევ დაბრუნდება. დღეს ახალი ქუდის გადაღებაა. მომავალი სეზონის 2 რესპონდენტი უკვე ჩაწერილია, თუმცა წინასწარ არ ვიტყვი ვინ იქნებიან.

თუ გაქვს ისეთი სიახლეები, რაც უფრო გაამწვავებს შოუს და უფრო ღრმად შეეხება რესპონდენტების  პირად ცხოვრებას?

ყოველთვის ვცდილობ ისეთი ისტორიები იყოს გადაცემაში, რომლებიც ჯერ არ მოუყოლიათ. რაც შეეხება პირად ცხოვრებაზე საუბარს, ეს უკვე მათი არჩევანია, არიან რესპონდენტები, რომელთაც უნდათ ამ თემაზე ვრცლად საუბარი და არიან ისეთებიც, რომელთაც არ სურთ. შესაბამისად, ვცდილობ, რომ არ შევიჭრა იმ ადამიანების პირად სივრცეში, ვისაც ამ თემაზე საუბარი არ უყვარს.

შენი დასმული უხერხული კითხვებიც მახსენდება, მაგალითად, ზურა ყიფშიძესთან მიმართებაში.

არა მგონია, ისეთი მორიდებულები იყვნენ რესპონდენტები, რომ ისეთ თემებზე ისაუბრონ, რაზე საუბარიც არ სურთ. უბრალოდ, საუბარს მოაქვს ხოლმე რაღაც თემები, თან რესპონდენტის ცხოვრებასაც ხომ გააჩნია. ზურას ისეთი საინტერესო ცხოვრება ჰქონდა, სიმართლე რომ გითხრათ, სუფთა ჩანაწერი საათი და 20 წუთი იყო, მაგრამ 50 წუთამდე მოგვიწია შემცირება, ქრონომეტრაჟში რომ ჩავტეულიყავით და გული მწყდება, რომ ბევრი ისტორია ვერ გავიდა. ზურა ერთ-ერთი ოქროს რესპონდენტი იყო, თუმცა ზურას გარდა იყო ბევრი ისეთი რესპონდენტი, რომელთაც წლების მანძილზე არ მიუციათ ინტერვიუ და პირველად ჩვენთან მოჰყვნენ თავიანთი ცხოვრების ძალიან საინტერესო ამბები. ერთ-ერთი ასეთი სტუმარი იყო გოგა ბარბაქაძე, მას მართლა ძალიან დიდი ხანია არ მიუცია ინტერვიუ და ძალიან მიხარია, რომ ეს ამბავი ჩემს გადაცემაში მოხდა.

 

გადაცემის ჩანაწერი:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები