LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ბევრი მიმართულებით უმჯობესდება შშმ პირთა უფლებები” – პარლამენტმა შესაძლოა, შშმ პირთა შესახებ კანონი მიიღოს

62

პარლამენტმა შესაძლოა, შშმ პირთა შესახებ კანონი მიიღოს. როგორც ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო კილაძემ “ფორტუნასთან” განაცხადა, კანონპროექტი უკვე მზად არის და მას ახლა პარლამენტში ელოდიებიან.

“პარლამენტში ახლა ველოდებით შშმ პირთა კანონპროექტის შემოსვლას, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა, ახლა ფინანსური დათვლის ნაწილზე ვართ, თუ რა დაუჯდება სახელმწიფოს შშმ პირთა კანონის ამოქმედება,” – აცხადებს სოფიო კილაზე.

კითხვაზე, თუ რა საკითხები უნდა დაარეგულიროს კანონმა, სოფიო კილაძე ამბობს, რომ კანონი შშმ პირთა უფლებებს ბევრი მიმართულებით გააუმჯობესებს.

“კანონი დაარეგულირებს აბსოლუტურად ყველა მიმართულებას, თუ როგორც შეიძლება ჯანდაცვის მოდელიდან სოციალურ მოდელზე გადასვლა, გარემოს ადაპტირება და ბევრი მიმართულებით აუმჯობესებს კანონი შშმ პირთა უფლებებს,” – განმარატავს სოფიო კილაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები