LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ბევრი შევძელი და ბევრს შევძლებ… ვფიქრობ რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს” [ვიდეო]

265

სიკეთე რომ გადამდებია, ეს  გიგი ანთაძის შემთხვევამაც დაადასტურა. გიგი ცერემბრალური დამბლით არის დაავადებული , მაგრამ ეს სულაც არ უშლის ხელს , რომ ჰქონდეს თავისი საქმე და იყოს რეალიზებული. 15 წლის პატარა ბიზნესმენს, რომელიც რუსთაველის გამზირზე გარევაჭრობით იყო დაკავებული, ბიზნესსაქმიანობისთვის თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჯიხური გადასცა და “გიგის წვენების” დაგემოვნება ახლა  მზიურის ტერიტორიაზე ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

15 წლის სამაგალითო ბიზნესმენი, ოლგა ბაბლუანის საავტორო გადაცემას “რა დროს ძილია”  სტუმრობდა, სადაც ისაუბრა იმაზე, თუ როგორ დაიწყო დამოუკიდებელი საქმიანობა და რა სირთულეების გადალახვა მოუწია.

11 წლის ასაკში  საკუთარი ბიზნესი გასაბერი ბუშტების გაყიდვით დაიწყო, დღეს კი გამვლელებს საკუთარი ხელით დამზადებულ ფორთოხლის წვენს სთავაზობს. ამასთან, გიგი აანონსებს, რომ მალე გულშემატკივრებს პოპკორნს და ნაყინსაც შესთავაზებს, ამის განხორციელებაში კი კვლავ მერის იმედი აქვს. ამბობს, რომ ბევრის გაკეთება შეძლო, თუმცა გაჩერებას არ აპირებს. გიგი კოლეჯში ჩაბარებას და ბიზნესის მიმართულებით სწავლის გაღრმავებას გეგმავს.

გიგიმ სამომავლო გეგმებთან ერთად, საზოგადოების დამოკიდებულებაზეც ისაუბრა და კიდევ ერთხელ შეახსენა ყველას, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს.

” თავიდან იყო  დამოკიდებულება – საწყალი ვინც ეს გარეთ გამოუშვა. ყველას მინდა ვუთხრა, თურმე იმაზე მეტი შემძლებია, ვიდრე სხვებს ეგონა. სანამ რამეს იტყვით, ჯობია დაფიქრდეთ. ვიღაც ქალმა მითხრა, ასეთ შვილს გარეთ არ ვუშვებდი, მრცხვენოდა, ინვალიდი გარეთ როგორ გამომეშვაო. მე ვუთხარი , რომ ამ ადამიანებს ინვალიდი არ ჰქვია – ეს არის შეზღუდული შესაძლებლობა”

“მე მგონი სრულყოფილი ადამიანი ვარ. ვცდილობ , რომ საზოგადოების სრულყოფილი წევრი ვიყო” – აცხადებს გიგი ანთაძე

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები