LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ბოლო დროს ქუჩის მუსიკოსობით დაინტერესდა” – რას წერს გიგის დედა გავრცელებულ პოსტზე

438
20190104112720-

გიგი ანთაძის დედა თათო გვარიშვილი სოციალურ ქსელში მის შვილზე გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. როგორც ის ამბობს, ბოლო დროს გიგი ქუჩის მუსიკოსობით დაინტერესდა და ამ ამბის არასწორი გავრცელება მოხდა.

თათო გვარიშვილი აპირებს უჩივლოს პირს, რომელმაც სოც. ქსელში მის შვილზე დაწერა, რომ ის მეტროში მათხოვრობს.

გარდა ამისა, გიგის დედა “გიგის წვენების” ჯიხურზეც საუბრობს და ამბობს, რომ მერიის დახმარებით ის ვაკის პარკში გადაიტანეს.

“არ მეგონა ამის ახსნა თუ მომიწევდა, თუმცა საჭირო გახდა სამწუხაროდ…. გიგი არის 16 წლის ბიჭი უამრავი პრობლემით, რომელიც საკუთარი თავის ძიებაშია. ბოლო დროს მოინდომა და დაინტერესდა ქუჩის მუსიკოსობით, დადის, სეირნობს თავისი დინამიკით და მღერის (როგორ გამოსდის სხვა თემაა), ვისაც შეხება გქონიათ მსგავსი პრობლემების მქონე ბავშვთან დამეთანხმებით რომ მათი მართვა და შენს ჭკუაზე გადმოყვანა რეალურად შეუძლებელია. რაც შეეხება ვინმე ლიას პოსტს, რომელმაც უბრალოდ პოლიტიკური მოსაზრებით (ვითომ კახი კალაძის ბრალია გიგის პრობლემები) დაწერა ყოვლად აღმაშფოთებელი პოსტი და ერთი წამით არ უფიქრია გიგიზე და მისი ფოტოები გამოაქვეყნა – აუცილებლად შევხვდები სასამართლოში. 

რაც შეეხება გიგის ჯიხურს, მერიის დახმარებით ვაკის პარკშია გადატანილი. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას თანადგომის და გაგებისთვის, თქვენ ბევრად მეტი ხართ ვიდრე “კეთილისმსურველები” – წერს თათო გვარიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები