LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბევრი ვარსკვლავი წავიდა საუდის არაბეთში, მაგრამ საცხოვრებლად მეზობელ ქვეყანას არჩევენ

159
FORTUNA.GE (15)

ევროპაში ბევრი ცნობილი ფეხბურთელი წავიდა საუდის არაბეთში, მაგრამ გაირკვა, რომ ბევრი მათგანი ცხოვრებას სხვა ქვეყანაში არჩევს.

საუდელებმა ევროპული ფეხბურთი შეცვალეს და ბევრი ცნობილი მოთამაშის გადაბირება დაიწყეს. ვარსკვლავებს არაჩვეულებრივი ხელფასები შესთავაზეს და საუდეთში აღმოჩნდნენ ქარიმ ბენზემა, ნგოლო კანტე, რუბენ ნევეში, კალიდუ კულიბალი, მარსელო ბროზოვიჩი, ედუარ მენდი, სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი, რობერტო ფირმინიო…

თუმცა, დიდი ფულის მიუხედავად, ბევრი მათგანი არ არის მზად შარიათის კანონებით იცხოვროს. საუდის არაბეთში მკაცრი კანონებია, ადაპტირება მუსლიმ ფეხბურთელებს შეუძლიათ, მაგრამ სხვებისთვის და მით უმეტეს ოჯახის წევრებისთვის ეს მისაღები არ არის.

ახალჩასულები და მათი ოჯახები საუდის არაბეთის ნაცვლად საცხოვრებლად მეზობელ ქვეყანას – ბაჰრეინს არჩევენ. 1.46 მლნ მაცხოვრებლიანი ქვეყანა „მიზიდულობის წერტილია“.

ეს ქვეყანა აირჩიეს, რადგან აქ არ არის შეზღუდვა ალკოჰოლის გაყიდვა-მოხმარებაზე. ბაჰრეინში არის ბარები და რესტორნები, რომლებიც ცნობილია მომსახურების მაღალი დონით და ფუფუნებით.

ბაჰრეინის უპირატესობაა შოპინგიც. მთელ ქვეყანაშია ბრენდული მაღაზიები, სადაც ნებისმიერი გემოვნების ტანისამოსია და არა მარტო ისლამის მიმდევრებისთვის.

ძირითადად ფეხბურთელები და მათი ოჯახები სახლდებიან სამ ლოკაციაზე. ესენია: ამვაჯის კუნძულები, ქალაქ რიფას აღმოსავლეთ ნაწილი და დედაქალაქი მანამა.

მანამ 70 კილომეტრშია „ალ იტიფაკის“ ბაზიდან, სადაც სტივენ ჯერარდი მივიდა, ხოლო საუდის დედაქალაქ ერ რიადამდე (აქ არიან „ალ ნასრი“ და „ალ ჰილალი“) საკმაო მანძილია – 480 კმ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები