ბევრმა ქვეყანამ COVID-19-ის ახალი შტამების გავრცელების საპასუხოდ მოგზაურობაზე შეზღუდვები კიდევ უფრო გაამკაცრა, რის გამოც, IATA 2021 წლისთვის საავიაციო ინდუსტრიის დანაკარგების პროგნოზს აუარესებს.
კერძოდ, საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციამ (IATA), საავიაციო ინდუსტრიის დანაკარგების 2021 წლის პროგნოზი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, ავიაკომპანიები მოგებას ვერც 2021 წელს ვერ მიიღებენ, ეს იმ ფონზე, როდესაც ასოციაციის წინა პროგნოზის თანახმად, ავიაკომპანიები მოგებაზე 2021 წლის მეოთხე კვარტალში გავიდოდნენ.
საბოლოო ჯამში, IATA-ს ინფორმაციით, ზარალის პროგნოზი თითქმის გაორმაგებულია: 48 მლრდ დოლარიდან 75-95 მლრდ დოლარამდე.