LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინდოეთში ინდური შტამის ხსენება აკრძალეს

89
India

ინდოეთის ხელისუფლებამ ქვეყნის სოციალურ მედიას მისცა ინსტრუქცია, წაშალონ პოსტები და კომენტარები, სადაც კორონავირუსის „ინდური შტამი“ იქნება ნახსენები. ქვეყნის ელექტრონიკისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამინისტროს განმარტებით, „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ“ მუტაციურ შტამს B.1.617 უწოდა, ამიტომ მისი ინდურად მოხსენიება დისკრიმინაციულია და რაც მთავარია, დეზინფორმაციაა.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში ინდურის გარდა ბრიტანული და ბრაზილიური შტამებიც არსებობს და მათ სახელი წარმოშობის ადგილის მიხედვით ჰქვიათ, თუმცა ბრაზილიასა და დიდ ბრიტანეთში ამას დისკრიმინაციად არავინ აფასებს.

აღსანიშნავია, რომ ეს ინდოეთის ხელისუფლების მხრიდან თავისუფალი სიტყვის შეზღუდვის პირველი მცდელობა არ არის – ცოტა ხნის წინ ქვეყნის მთავრობა სკანდალში გაეხვა, როდესაც „ტვიტერიდან“ კრიტიკული პოსტის წაშლა მოითხოვა.

ეპიდვითარების არც ისე კარგი კონტროლის გამო ქვეყნის ხელისუფლება კრიტიკის ქარ-ცეცხლში მეორე ტალღის დაწყებიდან მალევე გაეხვა. ამ ეტაპზე ინდოეთი რეგისტრირებული შემთხვევების რაოდენობით მხოლოდ აშშ-ს, ხოლო სიკვდილის შემთხვევებით აშშ-სა და ბრაზილიას ჩამორჩება. თუმცა აღსანიშნავია, რომ ექსპერტების აზრით, ოფიციალური მონაცემები რეალობას არ ასახავს და ქვეყანაში კოვიდის მსხვერპლთა რიცხვი გაცილებით დიდია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g