LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ბიბილოვმა რომ ვაჟა გაფრინდაშვილი შეიწყალა, ისე მომინდა შევუქო საქციელი”-ნათია ფანჯიკიძე

1537
97510736natia 1

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ოსურის მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად ანატოლი ბიბილოვმა ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი შეიწყალა სოციალურ ქსელში ეხმაურება.

ვაჟა გაფრინდაშვილი ოჯახთან ერთად - პირველი ფოტოები პოლიციის განყოფილებიდან

49 დღიანი ტყვეობის შემდეგ ექიმი საკუთარ ოჯახს შეხვდა

“ბიბილოვმა რომ ვაჟა გაფრინდაშვილი შეიწყალა, ისე მომინდა შევუქო საქციელი, – ყოჩაღ ბიბილოვ, მოწყალე ღმერთუნიობანას თამაში არ ჯობს მრისხანე ღმერთუნიობანას თამაშს? მრისხანე და გაბრაზებული ღმერთი კი არა, ადამიანიც სასაცილოა. აი, როცა ბრაზდები, სარკეში უნდა ჩაიხედო, რანაირად ხარ დაღმეჭილი და მაშინვე გაასწორებ სახეს, ან თუ ცოტა მეტი ინტელექტი გაქვს, გაგეცინება კიდეც. გაბრაზებულ სახეს ხმასაც თუ გამოურთავ, საერთოდ გაიგუდები სიცილით. მოკლედ, დღეს აშკარად ცოტა ნაკლებად სასაცილო ბიჭია ჩვენი დეფაქტური გუბერნატორი.
პანთეონის სხვა ღმერთუნიებსაც გეხებათ”,- წერს ნათია ფანჯიკიძე.

დღეს, 48-დღიანი პატიმრობის შემდეგ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალებმა გაათავისუფლეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები