LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბიბლიაზე შემიძლია ხელი დავდო, ამერიკულ ფილმებშიც კი არ მინახავს, ისე იმუშავა პოლიციამ… დაკავებულთაგან არცერთს არ ვიცნობ, 4-5-ჯერ ნასამართლევები არიან“ – გელა ბარკალაია საგურამოში მისი სახლის დაყაჩაღებაზე

100
გელა ბარკალაია

„ბიბლიაზე შემიძლია ხელი დავდო, ამერიკულ ფილმებშიც კი არ მინახავს, ისე იმუშავა პოლიციამ“, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბიზნესმენმა გელა ბარკალაიამ განუცხადა, რომლის აგარაკიც გუშინ დააყაჩაღეს.

როგორც ბარკალაია განმარტავს, დაკავებულებიდან ის არც ერთს იცნობს. ბიზნესმენის განცხადებით, ამ დრომდე კლინიკაში რჩება 70 წლამდე მამაკაცი, რომელიც მასთან დამხმარედ მუშაობდა, მას დაყაჩაღებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ.

„ყველაფერი კარგად არის, 11 საათზე მოხდა ფაქტი, 12 საათზე მივედი, ის ადამიანი საავადმყოფოში გადავიყვანეთ, რომელიც საგურამოში, აგარაკზე იყო. პოლიცია 11 საათზე იქ იყო, ბიბლიაზე შემიძლია ხელი დავდო, ამერიკულ ფილმებშიც კი არ მინახავს, ისე იმუშავა პოლიციამ, მთელი საგურამო ჩაკეტილი იყო. 17:00-18:00 საათზე, ერთი უკვე ბათუმში, მეორე გორში და მესამე თელავში იყო დაჭერილი. პოლიციამ მაგრად იმუშავა, დანარჩენი, არ ვიცი რა გითხრათ. არც ერთს არ ვიცნობ, როგორც ჩანს, ვიღაცამ უთხრა [ინფორმაცია], ესენი ყაჩაღები არიან, 4-5-ჯერ ნასამართლევი არიან“, – განაცხადა ბარკალაიამ.

ცნობისთვის, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g