LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბიჭებს ვაფასებთ როგორც ფეხბურთელებს, თუ როგორც მოქალაქეებს? თუ როგორც ფეხბურთელებს, რანაირად მოახერხეთ ბუდუს უფრო გაღმერთება ვიდრე კვარაცხელიასი… თუ როგორც მოქალაქეებს, კაშიას როგორ დაუვიწყეთ სამკლავურის გამო, ძალიან ღირსეული პოზიცია…“ – ნანუკა ჟორჟოლიანი

1324
ნანუკა ჟორჟოლიანი, ეროვნული ნაკრები

გუშინ გავრცელდა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გუნდის კაპიტნის, გურამ კაშიას განცხადება, სადაც იგი მადლობას უხდის „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილსა და ფონდ „ქართუს“ ფეხბურთის მხარდაჭერისთვის.
ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე წარმატებით ასპარეზობისა და მერვედფინალში გასვლის აღსანიშნად, ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ „ქართუსგან“, ჯილდოს სახით, ნაკრებისთვის 30 მილიონი ლარი გამოიყო, რაც მათივე თქმით, ნაკრების წევრებმა პრემიის სახით, უკვე მიიღეს.

„მე გახლავართ ცოცხალი მაგალითი იმ ადამიანისა, რომელიც მადლიერია ბიძინასი იმისთვის, რაც კარგი გაუკეთებია ბევრისთვის და მათ შორის ჩემთვის… ჩვენ უნდა ვისწავლოთ ადამიანის შექება, თუ რამე კარგს გვიკეთებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს სიჩუმეს, თუ იგივე ადამიანი რაიმე მნიშვნელოვანს აფუჭებს“ – გია ხუხაშვილი

ჯგუფიდან გასვლის სანაცვლოდ გუნდისთვის მიცემული პრემიაზე ფეხბურთელთა გამოხმაურებები მთავარი პოლემიკისა და არაერთგვაროვანი შეფასების საგანი გახდა სოციალურ ქსელში, ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ეხმაურება:

„რა ცუდად გამოიყურება ჩემი ნიუს ფიდი. ტოქსიკურია სიყვარული, როცა პარტნიორს ეუბნები, თუ ისეთი არ იქნები როგორიც მე მინდა, არ მიყვარხარ. უპირობო სიყვარულია ყველაზე მნიშვნელოვანი და ძვირფასი.

ახლა უფრო კონკრეტულად:) ბიჭებს ვაფასებთ როგორც ფეხბურთელებს, თუ როგორც მოქალაქეებს? თუ როგორც ფეხბურთელებს, რანაირად მოახერხეთ ბუდუს უფრო გაღმერთება ვიდრე კვარაცხელიასი, ან კვირკველიას რატომ ვერ დაუნახეთ თავგანწირვა მაინც რომ ითამაშა:)

თუ როგორც მოქალაქეებს, რატომ დაუვიწყეთ ლობჟანიძეს განცხადება „არა რუსულ კანონს” და მაინც ათრიეთ ერთი შეცდომის გამო, ან ქვილითაიას რატომ დაუვიწყეთ იგივე და 5 წუთით თამაშის შანსი რომ მიეცა „რა ქვილითაიაო რატომ წერდით.”

კაშიას როგორ დაუვიწყეთ სამკლავურის გამო, ძალიან ღირსეული პოზიცია, როცა სრულ ზიზღში უწევდა პრინციპები გამო ცხოვრება. არ დანებდა, არ დათმო. ან ბუდუს რას ვერჩით, დიმა ობოლაძე რომ ტყუილად გადაკიდეთ. ამ დროს რა ქნა ფედერაციამ?

ყველა გამოიძახა, ყველა…. განცხადებების მიუხედავად და ეს იყო განაცხადი , „ჩვენ თქვენი მეგობრები ვართ ყველაფრის მიუხედავად” ანუ, მარტო ფულით არ გვჯობიან:) ჩვენ კიდევ ტოქსიკური შეყვარებულები ვართ და ტოქსიკური სიყვარულისგან, ბოლოს მაინც ყველა გარბის.“ – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

„რას ჰქვია, მადლობა რატომ გადაუხადეს 30 მილიონის გამოო? ვერ ვიჯერებ, რომ ამას წერს ხალხი… აბა, რა უნდა ექნათ? უმადური არც კაცი ვარგა და არც ქალი… მადლობა არ ნიშნავს პოლიტიკურ მხარდაჭერას და ძალიანაც სწორი ქნეს ფეხბურთელებმა, გავეშვათ ამ ბიჭებს“ – ინგა გრიგოლია

ჯგუფიდან გასვლის სანაცვლოდ გუნდისთვის მიცემული პრემიაზე ფეხბურთელთა გამოხმაურებები მთავარი პოლემიკისა და არაერთგვაროვანი შეფასების საგანი გახდა სოციალურ ქსელში, რასაც ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია პოსტით ეხმაურება.

ცნობისთვის, ჯგუფიდან გასვლის სანაცვლოდ გუნდისთვის პრემიის სახით 30 მილიონის გამოყოფაზე კომენტარი გააკეთა გიორგი მამარდაშვილმაც. მისი თქმით, ეროვნული ნაკრებისთვის, ჯილდოს სახით, 30 მილიონი ლარის გადაცემისთვის მადლობელია როგორც თავად, ისე ნაკრების თითოეული წევრი.

„რა თქმა უნდა, დადებითად იმოქმედებს. ძალიან მადლობელი ვარ, როგორც მე, ისე თითოეული ფეხბურთელი ამ ყველაფრის გამო. კარგი იქნება, თუ კიდევ მეტი კომპანია გამოჩნდება და ფეხბურთში ჩადებს თანხებს. მნიშვნელოვანია, გამოჩნდა რამხელას ნიშნავს ფეხბურთი ხალხისთვის. მადლობელი ვარ, როგორც მე, ისე მთელი ნაკრები“, – განაცხადა გიორგი მამარდაშვილმა.

ოთარ კიტეიშვილი აცხადებს, რომ ევროპული გამოცემებიც წერდნენ ეროვნული ნაკრების 30 მილიონით დაჯილდოებაზე, რაც ნათლად წარმოაჩენს, რომ ქართველებს გვიყვარს ფეხბურთი.

„რა თქმა უნდა, ეს, პირველ რიგში, არის ძალიან დასაფასებელი ფაქტი, არა მარტო ჩვენი მხრიდან, ფეხბურთელებს ვგულისხმობ, არამედ მთელი ქართველი ხალხის მხრიდან. ევროპული გამოცემები წერდნენ ამ ფაქტის შესახებ და ამის აფიშირება ხდებოდა, ეს ნათლად წარმოაჩენს, რომ ქართველებს გვიყვარს ფეხბურთი და ძალიან მაგრად შეგვიძლია გულშემატკივრობაც და მხარდაჭერაც. ვფიქრობ, ძალიან კარგი მაგალითი იყო ამის“, – განაცხადა ოთარ კიტეიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები