LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიძინა ივანიშვილი – საზოგადოებას და ჟურნალისტებს არ გქონდეთ განცდა, რომ ყველა საქმეს მე ვაკეთებ და ყველა გადაწყვეტილებას მე ვიღებ

109

საზოგადოებას და ჟურნალისტებს არ გქონდეთ განცდა, რომ ყველა საქმეს მე ვაკეთებ და ყველა გადაწყვეტილებას მე ვიღებ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე პასუხისას განაცხადა, იცნობს თუ არა ის ახალ მინისტრებს პირადად ან მიიღო თუ არა მონაწილეობა მათ შერჩევაში.

ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ახალი მინისტრებიდან შეხვდა და გაიცნო ქობულია, რაც თავად ქობულიას სურვილი იყო, მაჭავარიანს და ბატიაშვილს კი, არ იცნობს, მაგრამ იმედი აქვს, მომავალში გაიცნობს.

„ეს ნორმალური შემთხვევაა. პრემიერი თავის საქმეს აკეთებს. საზოგადოებას და ჟურნალისტებს არ გქონდეთ განცდა, რომ ყველა საქმეს მე ვაკეთებ და ყველა გადაწყვეტილებას მე ვიღებ. ასეთი მმართველობისგან ღმერთმა დამიფაროს. უახლოეს წარსულში გვყავდა ასეთი კაცი, რომელიც მსახიობებსაც ირჩევდა, არქიტექტურასაც, რეჟისურასაც, მუსიკასაც წერდა და ყველაფერს ახერხებდა. ასეთისგან ღმერთმა დაგვიფაროს. მამუკა ბახტაძეს ჩემთან გარკვეული კონსულტაციები ჰქონდა, რაც ნორმალურია, მაგრამ მას კომპეტენცია ჰყოფნის და მთავრობა მისი შერჩეულია“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g