LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბიძინა! მალე დადგინდება, ვინ არის ამ ქვეყანაში ნამდვილი თაღლითი“ – ხაზარაძის თქმით, სტრასბურგის სასამართლომ მისი და ბადრი ჯაფარიძის სარჩელი განხილვაში მიიღო

187
Untitled design (7)

სტრასბურგის სასამართლომ, ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე, პარტია „ლელოს“ ლიდერების, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის სარჩელი განხილვაში მიიღო.

ბადრი ჯაფარიძის პირველი კომენტარი: გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ, სიმართლეს მივიყვანთ ბოლომდე

ამის შესახებ ინფორმაციას მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს და წერს, რომ „მალე დადგინდება, ვინ არის ამ ქვეყანაში ნამდვილი თაღლითი“.

„სტრასბურგის სასამართლომ უპრეცედენტოდ მოკლე დროში ჩვენი სარჩელი განხილვაში მიიღო.

ბიძინა! მალე დადგინდება საერთაშორისო სასამართლოში, ვინ არის ამ ქვეყანაში ნამდვილი თაღლითი და ვინ იყენებს ქართულ სასამართლოს პოლიტიკური დევნისთვის და პირადი მიზნებისთვის“, – წერს მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში.

მამუკა ხაზარაძე: ეს არის ნონსენსი. ეს არის სასამართლო, რომლის დემონტაჟიც, თითოეულმა ჩვენგანმა და მთელმა საზოგადოებამ ერთად უნდა მოვახდინოთ

ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარედგინათ 2019 წლის 24 ივლისს ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

ფოტო სლაიდზე: „რადიო თავისუფლება“

magti 5g