LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიძინას შეეხებიან და შევეხებით.. თან მაგრად – ლალი მოროშკინა

309
Untitled design (10)

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელის ყოფილი მრჩეველი, ლალი მოროშკინა ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„ბიძინას შეეხებიან და შევეხებით. დიდი წერტილი. თან მაგრად“. – წერს ლალი მოროშკინა.

შეგახსენებთ, 15 თებერვალს ევროპარლამენტმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ რეზოლუცია მიიღო.

ევროპარალამენტარები მიიჩნევენ, რომ ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით მუდმივი წარუმატებლობა საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატურის მიღების პერსპექტივის შეფერხების რისკს ქმნის.

დოკუმენტის თანახმად, „ევროპარლამენტი ხაზს უსვამს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის ფუნდამენტურ როლს მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაში, როგორც პერსონალური ვენდეტის ნაწილს. იმეორებს მოწოდებას საბჭოსა და დემოკრატიული პარტნიორების მიმართ, განიხილონ ივანიშვილის პერსონალური სანქცირება, მისი როლისთვის საქართველოს პოლიტიკური პროგრესის გაუარესებაში“.

რეზოლუციას მხარი 577-მა პარლამენტარმა დაუჭირა, 33 წინააღმდეგი წავიდა, 26-მა კი – თავი შეიკავა.

ამავე თემაზე:

„თქვენ ვერ მიიღებთ სტატუსს, თუ არ ითამაშებთ ჩვენი წესებით“ – კუბილიუსი „ქართულ ოცნებას“ მიმართავს

„ვერავის მივცემთ უფლებას, რომ დაგვაშანტაჟოს, საქართველოს კონსტიტუცია დახიოს და გადაყაროს” – თალაკვაძე რეზოლუციაზე

პაპუაშვილი: ერთადერთი, რაშიც ვეთანხმები რეზოლუციას, სააკაშვილის საქმე არის ლაკმუსის ტესტი, რათა დავინახოთ, ვინ არის საქართველოს და ვინ სააკაშვილის მეგობარი

„ვინც იტყვის რომ არ მოგვცემენ სტატუსს და ნუ მოგვცემენ, არის მოღალატე“ – რომან გოცირიძე

 

პოპულარულები