Microsoft-ის თანადამფუძნებელი, მილიარდერი ბილ გეიტსი საზოგადოებას მოუწოდებს კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, სიმშვიდე შეინარჩუნოს. როგორც cnbc.com წერს, ბილ გეიტს ფორუმზე – Reddit, ჰკითხეს რამდენ ხანს გაგრძლდება ვირუსის გავრცელება მსოფლიოში, რაზეც მან ასე უპასუხა:
“თუ ქვეყანა კარგად გაართმევს თავს კორონავირუსზე ტესტირებას და ჩაკეტავს საზღვრებს, 6-10 კვირის განმავლობაში ექნება ძალიან ცოტა შემთხვევა და მერე მოახერხებს კვლავ გახსნას”.
გეიტსის თქმით, წესების დაცვის შემთხვევაში (იგულისხმება სოციალური დისტანცირების დაცვა), მდიდარ ქვეყნებს, 2-3 თვის განმავლობაში ვირუსის მაღალი გავრცელების თავიდან აცილება შეეძლოთ. მან ასევე აღნიშნა, რომ განვითარებადი ქვეყნები უფრო მეტ ეკონომიკურ ზარალს მიიღებენ.
“ვდარდობ ეკონომიკურ ზარალზე, მაგრამ უფრო უარესი იქნება გავლენა განვითარებად ქვეყნებზე, რომლებსაც არ შეუძლიათ სოციალური დისტანცირება მდიდარი ქვეყნების მსგავსად ან სადაც საავადმყოფოებს ნაკლები შესაძლებლობები აქვთ”, – ამბობს გეიტსი.
შეგახსენებთ, “კოვიდ 19” მსოფლიოში 88300-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსს 3001 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 42730 კი გამოჯანმრთელდა.