რამდენიმე დღის წინ, „მეტ გალას“ წითელ ხალიჩაზე, „ვოგის“ მთავარი რედაქტორი, 73 წლის ანა ვინტური ცნობილ მსახიობთან, ბილ ნაისთან ერთად გამოჩნდა. ცხადია, მედია მათ რომანზე მაშინვე ალაპარაკდა.
73 წლის ასაკში ნაპოვნი სიყვარული – ანა ვინტურმა და ბილ ნაიმ რომანი ოფიციალურად დაადასტურეს
ახლახან კი ბილმა გავრცელებულ ჭორებს უპასუხა. მასთან დაახლოებულმა პირმა განაცხადა, რომ მათ არანაირი სასიყვარულო კავშირი არ აქვთ და მხოლოდ კარგი მეგობრობა აკავშირებთ.
„ბილი და ანა უკვე მრავალი წელია მეგობრები არინა, მათ რომანი არა აქვთ. ამას ამბობს ბილი“, – აცხადებს ინსაიდერი
ცნობისთვის, ანასა და ბილის რომანის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ 2018 წელს გავრცელდა. წყვილი ერთად არაერთხელ გადაუღიათ.
კარლ ლაგერფილდის დიზაინით შექმნილი უკანასკნელი კაბა – ანა ვინტური Met Gala-ზე