ყველას გვახსოვს თმახუჭუჭა ჯენიფერ გრეი გახმაურებული ფილმიდან „ბინძური ცეკვები“, სადაც მისი პარტნიორი შეუდარებელი პატრიკ სუეიზი იყო. ფილმმა, ცეკვასა და სიყვარულზე, სამუდამოდ დაგვამახსოვრა თავი, მსახიობებს კი კინოსურათმა არნახული აღიარება მოუტანა. ჯენიფერ გრეი, რომელიც ამავე დროს პროფესიონალი მოცეკვავეცაა, ბოლო დროს აღარ ჩნდება დიდი ეკრანებზე, შესაბამისად მას იშვიათად ვხედავთ საჯარო გამოსვლების დროს.
ამჯერად ვარსკვლავი დიდი პაუზის შემდეგ გამოჩნდა და ,,ლონდონის კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზე” გამოანათა. ხვეულთმიანი ლამაზმანი ბორდოსფერ ზედასა და მბზინავ წითელ ქვედაბოლოში იყო გამოწყობილი.