რელიზიდან 80 წელზე მეტი ხნის შემდეგ, ბინგ კროსბის სადღესასწაულო ჰიტი – White Christmas ახალი ვერსიით გამოვა.
ცნობილი გახდა, რომ 6 დეკემბერს კლასიკური ჩანაწერი ახალ სიცოცხლეს BTS-ის V-ის თანხლებით შეიძენს.
პროექტი აღწერილია, როგორც ,,ხიდი, რომელიც ერთმანეთს ეპოქებს აკავშირებს.”
აღსანიშნავია, რომ შარშან, 28 წლის სამხრეთ კორეელმა ვოკალისტმა 1951 წლის სიმღერა – It’s Beginning to Look a Lot Like Christmas გადაამღერა, რომლის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული ვერსია 1977 წელს, 74 წლის ასაკში გარდაცვლილ საკულტო არტისტს ეკუთვნის.
ცნობისთვის, White Christmas ამერიკელი კომპოზიტორის, ირვინგ ბერლინის ნაწარმოებია, რომელიც პირველად 1941 წელს, ბინგ კროსბიმ შეასრულა. მომდევნო წელს სიმღერა მუსიკალური ფილმის – Holiday Inn საუნდტრეკად იქცა და ,,საუკეთესო ორიგინალური სიმღერის” ნომინაციაში ,,ოსკარიც” დაიმსახურა.