LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიონსე, არეტა ფრანკლინი, ლედი გაგა – ქალი არტისტები ყველაზე მეტი ,,გრემით”

159
download (2)

1-ელ თებერვალს, ლოს-ანჯელესში, ,,გრემის” 68-ე დაჯილდოება გაიმართა.

კენდრიკ ლამარის ტრიუმფი და ,,გრემის” 68-ე დაჯილდოების მნიშვნელოვანი მომენტები

აღსანიშნავია, რომ თითქმის შვიდი ათწლეულის განმავლობაში, ,,გრემი” ყველაზე მეტჯერ მამაკაც მუსიკოსებს აქვთ მოგებული. ამ მხრივ რეკორდსმენი უნგრეთში დაბადებული ბრიტანელი დირიჟორი – გეორგ შოლტია, რომელსაც კარიერის განმავლობაში, 31 ,,გრემი” გადაეცა.

ქალ არტისტებს შორის, ყველაზე მეტი ,,გრემი” ბიონსეს აქვს მოგებული. ის ,,გრემის” ისტორიაში ასევე ერთადერთი არტისტია, ვინც ჯილდო ყველაზე მეტჯერ, 35-ჯერ მიიღო. ამ რაოდენობაში ითვლება Destiny’s Child-ის შემადგენლობაში ყოფნისას დამსახურებული 3 და ჯეი-ზისთან დუოს – The Carters სახით მინიჭებული 1 პრემია.

27 ,,გრემით” მეორე ადგილს თემატურ რეიტინგში, ელისონ კრაუსი იკავებს. 14 ჯილდო კრაუსმა ბენდის – Union Station სახელით მიიღო.

მესამე პოზიციას 18-18 ,,გრემით” არეტა ფრანკლინი და სისი უაინანსი იყოფენ.

ალიშა ქისი 17 ,,გრემის” ფლობს.

16-16 ,,გრემი” აქვთ მოგებული ადელსა და ლედი გაგას. ეს უკანასკნელი ადელს წელს გაუთანაბრდა, როცა ,,საუკეთესო პოპ ვოკალური ალბომისა” (Mayhem) და ,,საუკეთესო საცეკვაო პოპ ჩანაწერის” (Abracadabra) ნომინაციაში მოიგო.

ჩამონათვალში 14 ,,გრემითტეილორ სვიფტიც შედის.

შეგახსენებთ, რომ ,,გრემი” მუსიკალური ინდუსტრიის უმაღლესი ჯილდოა, რომელსაც ამერიკის ხმისჩამწერი აკადემია 1959 წლიდან სხვადასხვა ჟანრის ასამდე ნომინაციაში გასცემს. დაჯილდოების ყველაზე მნიშვნელოვანი და პრესტიჟული არაჟანრობრივი ნომინაციები – ,,წლის ჩანაწერი”, ,,წლის ალბომი”, ,,წლის სიმღერა” და ,,საუკეთესო ახალი არტისტია”, რომლებიც ,,დიდ ოთხეულად” იწოდება. ,,გრემი” საპატიო ადგილს იკავებს ისეთ აღიარებულ ჯილდოებს შორის, როგორებიცაა: კინოში – ,,ოსკარი”, ტელევიზიაში – ,,ემი”, ხოლო თეატრში – ,,ტონი”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები