ბიონსეს კარიერაში სიახლეებია. სულ ცოტა ხნის წინ, მომღერალმა ვიზუალური ალბომი Black Is King გაავრცელა. ნამუშევარში ბიონსესა და ჯეი ზის 8 წლის ქალიშვილი ბლუ აივიც მონაწილეობს. ალბომს დადებითი შესაფებები მოჰყვა. აღსანიშნავია, რომ არტისტი პროექტზე 1 წლის განმავლობაში მუშაობდა და სცენარის ავტორისა და პროდიუსერის როლებიც თავად მოირგო. ვიზუალურ ალბომში შავკანიანთა ისტორიისა და აფრიკული ტრადიციების შესახებაა მოთხრობილი.
მიუხედავად აქტიური კარიერული პერიოდისა, ვარსკვლავისთვის პირველ ადგილზე მაინც ოჯახი რჩება. რამდენიმე დღის წინ, ბიონსე შვილებთან და დედასთან, ტინა ნოულზთან ერთად ჰემპტონის სანაპიროზე დააფიქსირეს, ის ოჯახთან ერთად კატერით სეირნობდა. მოხერხებულმა პაპარაცებმა შეძლეს და ბიონსეს ოჯახური დასვენებისას ბევრი ფოტო გადაუღეს.