ბიონსე და მისი პატარები უკვე სახლში არიან. ტყუპებს, რომლებიც ქვეყანას დაგეგმილ ვადაზე ადრე მოევლინენ, დაახლოებით 2 კვირის გატარება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ მოუწიათ.
„ბიონსემ და ბავშვებმა უკვე დატოვეს კლინიკა. ისინი არაჩვეულებრივად გრძნობენ თავს“ – განაცხადეს ინსაიდერებმა.
ცნობილია, რომ მშობიარობის წინ, ვარსკვლავებმა მალიბუში უზარმაზარი სახლი იქირავეს, რომელშიც თვეში 400 ათას დოლარს იხდიან. იქ ისინი მთელი ზაფხულის განმავლობაში დარჩებიან. სახლში არის ვარდების ულამაზესი ბაღი, აუზი და ჩოგბურტთის კორტი.