LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიონსემ და ჯეი-ზიმ შესაძლოა სუროგატი დედის მომსახურებით ისარგებლონ

94

ბიონსე და მისი მეუღლე, რეპერი ჯეი-ზი, მეორე შვილის ყოლაზე ოცნებობენ, თუმცა, ჯერ-ჯერობით მათი მცდელობები უშედეგოა. ბიონსეს სურვილი მეორე შვილის ყოლის შესახებ, დაახლოებით სამი წლის წინ დაიწყო. 2013 წელს მომღერალმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღიარა, რომ მას და ჯეი-ზის სურთ ბლუ-აივის ძმა ჰყავდეს.

წყვილის გადაწყვეტილებით, თუ მათი მცდელობამომავალ წელსაც უშედეგოდ ჩაივლის, ისინი სუროგატი დედის მომსახურებით ისარგებლებენ. აღსანიშნავია, რომ ბლუ-აივის დაბადების შემდეგაც გავრცელდა ხმები, რომ ის არა ბიონსემ, არამედ სუროგატმა დედამ გააჩინა.

შეგახსენებთ, რომ წყვილი ერთად 2002 წლიდან ცხოვრობს, 2008 წელს დაქორწინდნენ, ხოლო ქალიშვილი, ბლუ აივი 2012 წელს შეეძინათ.

Blue-Ivy-JayZ-and-Beyonce

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები