LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიონსემ ლოს-ანჯელესის ტყის ხანძრების შედეგად დაზარალებულებისთვის სოლიდური თანხა გამოყო

137
photo-collage.png (26)

ლოს-ანჯელესის ტყის ხანძრების შედეგად დაზარალებულთათვის, ბიონსემ 2013 წელს დაარსებული ორგანიზაციიდან – BeyGOOD სოლიდური თანხა გამოყო.

ცნობილი გახდა, რომ არტისტის საქველმოქმედო ფონდი ასობით ოჯახს, რომელთაც საცხოვრებელი სახლები დაკარგეს, საკვებით, წყლითა და საყოფაცხოვრებო ნივთებით უზრუნველყოფისთვის, 2,5 მილიონი დოლარით დაეხმარება.

აღსანიშნავია, რომ ბიონსეს 14 იანვარს სპეციალური განცახდების გაკეთება ჰქონდა დაგეგმილი, რაც სავარაუდოდ მისი მომავალი მუსიკალური პროექტისა და ტურნეს ანონსი უნდა ყოფილიყო. მომღერალმა კალიფორნიაში მიმდინარე საგანგაშო მოვლენების გამო, განცხადების გავრცელება გაურკვეველი ვადით გადადო.

the Weeknd-ის ახალი დისკის გამოსვლის თარიღი ლოს-ანჯელესის ხანძრების გამო გადაიდო

ცნობისთვის, ლოს-ანჯელესის ისტორიაში ყველაზე გამანადგურებელი ხანძარი, ამ დრომდე მძვინვარებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები