როგორც ცნობილია, ამერიკელმა მომღერალმა, რეპერმა და კომპოზიტორმა ლიზომ ბოლო თვეების განმავლობაში წონაში საგრძნობლად დაიკლო. ახალ ფოტოებში მისი ცნობა ნამდვილად გაგიჭირდებათ. 36 წლის ვარსკვლავი შთამბეჭდავი ფოტოებს ხშირად ავრცელებს სოციალურ ქსელში.
ლიზოს წარმოუდგენელი გარდასახვა – 36 წლის არტისტი ფოტოებს ავრცელებს
აღსანიშნავია, მრავალი მუსიკალური ჯილდოს მფლობელი არტისტი წონის გამო არაერთხელ გამხდარა კრიტიკის სამიზნე. „ბოდიშეიმინგის“ შესახებ თავად მომღერალსაც არაერთხელ უსაუბრია და აღუნიშნავს, რომ სულაც არ ადარდებს თავისი ფორმები. წონის კლებასთან დაკავშირებით მას ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია. ახლა კი ლიზო წონის რადიკალურად კლების გამო გახდა კრიტიკის ობიექტი.
მას კომენტარებში უწერენ, რომ ასეთი ტრანსფორმაციის შედეგად ის შესაძლოა ნამდვილ მეს კარგავდეს. გარდა ამისა, საუბარია იმაზეც, რომ არტისტი ბიონსეს ჰბაძავს.
„ბიონსეობა უნდა“, „აშკარად ბიონსეს ჰბაძავს“, „მეტი აღარ გახდე, შენს ნამდვილ მეს დაკარგავ“, – არ წყდება კომენტარებში.
ცნობისთვის, ლიზო პირველი მნიშვნელოვანი სამსახიობო როლისთვის ემზადება. ცნობილი გახდა, რომ ის ჰოლივუდის მომავალ პროექტში, როკ-ენ-როლის პიონერს – როზეტა თარპს განასახიერებს. ბიოგრაფიული ფილმის – ,,როზეტა” სხვა დეტალები, ჯერჯერობით უცნობია.
ახალ ბიოპიკში ლიზო როკ-ენ-როლის პიონერს განასახიერებს
„ნუთუ ეს ლიზოა?“ – 36 წლის არტისტმა ფოტოები გაავრცელა და ახალი ვიზუალით საზოგადოება შოკში ჩააგდო


