ბიონსესა და ჯეი-ზის ქალიშვილი, ბლუ აივი, მორიგი პროვოკაციული ლუქით გამოჩნდა. ის მიუზიკლის „ბოროტის“ პრემიერას დაესწრო, რომელიც ლოს-ანჯელესში გაიმართა. 12 წლის ბლუ აივი ვარდისფერ დეკოლტირებულ კაბაში გამოჩნდა პრემიერაზე, რომელსაც მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი შეუხამა. მისმა ამ სტილმა, რომელიც ზედმეტად გამომწვევი იყო, დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ბიონსეს ფანებში. ხალხი მიიჩნევს, რომ მისი ეს გარეგნული ცვლილება, ასაკისთვის შეუფერებელია.
ბლუ აივი House of CB-ის ვარდისფერი კაბა ეცვა, რომელიც ნამდვილად არ არის თინეიჯერული სტილის. სხვათა შორის, გოგონა პრემიერას მარტო ესწრებოდა, მედიაში წერენ, რომ ბიონსე და ჯეი-ზი საჯარო გამოსვლებს Puff Daddy-ს სკანდალის გამო ერიდებიან.
ბავშვს ბავშვობა უნდა ეტყობოდეს – ბიონსეს 11 წლის ქალიშვილის ჩაცმულობამ მომღერლის ფანები აღაშფოთა