უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი მოუწოდებს რუსეთს, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე იერიში შეწყვიტონ.
პოდლიაკი ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს და აცხადებს, რომ ბირთვული კატასტროფის გამეორება მთელს ევროპას ემუქრება:
“ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგური ცეცხლის ქვეშაა! მთელ ევროპას ემუქრება ბირთვული კატასტროფის განმეორება. რუსებმა ცეცხლი უნდა შეწყვიტონ”, – წერდს პოდოლიაკი “ტვიტერზე”.
რა ვითარებაა ამ დროისთვის ევროპის ყველაზე დიდი ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე – ვრცლად წაიკითხავთ აქ:
Zaporizhzhia NPP is under fire! The entire Europe is at risk of a repeat of the nuclear catastrophe. Russians must stop fire! pic.twitter.com/P46YxKZZ0W
— Михайло Подоляк (@Podolyak_M) March 4, 2022