LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ბიუჯეტი თქვენია, ძვირფასო მოქალაქეებო!” – წალენჯიხის სკოლებში უფასო კვების პროგრამა ამოქმედდა

122
ხარჩილავა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში პირველკლასელთა უფასო კვების პროგრამა ოფიციალურად ამოქმედდა. ინფორმაციას წალენჯიხის მერია ავრცელებს. უწყების თანახმად, პროექტის ინიციატორია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ხარჩილავა.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, პირველკლასელთა მშობლებს სპეციალურ საბარათე ანგარიშზე დაერიცხებათ თანხა, რომლითაც სკოლის სასადილოებსა და კვების ობიექტებში შეძლებენ აღნიშნული ბარათების გამოყენებას.

“ეს ინოვაციური პროექტი, რომელიც წალენჯიხის მუნიციპალიტეტში განხორციელდა, მოიცავს 33 საჯარო სკოლის 300 პირველკლასელის დაფინანსებას. პროექტი სატესტო რეჟიმში კეთდება და განათლების სისტემაში, წალენჯიხაში განხორციელდება პირველად”, – აცხადებენ წალენჯიხის მერიაში.

სიახლეს სოციალურ ქსელში წალენჯიხის მერი გია ხარჩილავაც გამოეხმაურა.

“მართლა დიდებული ამბავია – წალენჯიხაში პირველკლასელთა კვებით გარანტირებული უზრუნველყოფა დაიწყო! ბაღში კვებით უზრუნველყოფილი ბავშვი, მიდის რა პირველ კლასში, რჩება კვების გარეშე. ხშირ შემთხვევაში, მშობელი ვერ უზრუნველყოფს მას კვებისთვის საჭირო თანხით. თავს იჩენს სოციალური უსამართლობა, დეპრესიული ფონი მშობლისთვის, ხოლო ბავშვი ვერ კონცენტრირდება სწავლაზე. ბიუჯეტი თქვენია, ძვირფასო მოქალაქეებო. ბიუჯეტის სიკეთეები – წალენჯიხელთა კეთილდღეობებისთვის!” – წერს გია ხარჩილავა სოციალურ ქსელში.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები