LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ბიუჯეტის ფულით მიხეილ სააკაშვილის ბებიისა და დედის ხარჯები იფარებოდა” – ე. წ. “პიჯაკების საქმეზე” ახალი მოწმე დაიკითხა

123
მიშა 3

ე. წ. “პიჯაკების საქმე” და მოწმე, რომელიც ადასტურებს, რომ ბიუჯეტის ფული იფლანგებოდა  – დღეს საქალაქო სასამართლოში ბრალდების კიდევ ერთი მოწმე დაიკითხა.

პროცესზე სახელმწიფო დაცვის ყოფილმა მაღალჩინოსანმა დაადასტურა, რომ 2011 წელს

საბიუჯეტო სახსრებიდან ყოფილი პრეზიდენტის ბებიისა და დედის სამგზავრო ხარჯები დაფინანსდა.

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის თქმით, პრეზიდენტის ბებიის ხარჯები მხოლოდ მაშინ “იპარებოდა”, როდესაც ის ვიზიტში იღებდა მონაწილეობას. თეიმურაზ ჯანაშიას თქმით, ის მაშინ პრეზიდენტის დაცვის სამსახურში მუშაობდა და ბუღალტერიით არ იყო დაკავებული. 

მოსამართლემ ობამას შვებულების ხარჯებზე მასალა ე.წ. პიჯაკების საქმეს მტკიცებულებად არ დაურთო

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას, შვებულების ხარჯებთან დაკავშირებული მასალა ე.წ. პიჯაკების საქმეს მტკიცებულებად არ დაერთო. დღევანდელ სასამართლო პროცესზე  საქმეში ბრალდებული მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით, რომ საქმეს მტკიცებულებად დართვოდა სტატია ობამას მიერ 8 წლის განმავლობაში შვებულებაში ყოფნისას დახარჯული თანხების შესახებ. როგორც ადვოკატმა განმარტა, ხარჯები დაახლოებით 85 მილიონ დოლარს შეადგენს და ხარჯების ნაწილი, საიდუმლო სამსახურის […]

ადვოკატ ბექა ბასილაიას განცხადებით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მაღალი რანგის ოფიცერმა პირდაპირ დაადასტურა, რომ მისი მუშაობის პერიოდში ამ სამსახურში არასოდეს, არც ედუარდ შევარდნაძის დაცვის პერიოდში, არც მიხეილ სააკაშვილის დაცვის პერიოდში და არც “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის პერიოდში მას უკანონო დავალება სამსახურის არც ერთი ხელმძღვანელისგან არ მიუღია.

პროკურორი ქეთევან ჩაჩავა კი ამბობს, რომ არც ერთი საკანონმდებლო ნორმა არც სახელმწიფო მოხელის მიერ ოჯახის წევრების საყოფაცხოვრებო ხარჯების გადახდას და არც დაცვის ობიექტის სამგზავრო, საყოფაცხოვრებო ხარჯებს არ ითვალისწინებს. მისი თქმით, აღნიშნული მოწმის მიერ ბრალდების მხარის პოზიციით უშუალოდ დადასტურდა, რომ სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას ჰქონდა ადგილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები