LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიზნესმენი, გიორგი ჩიკვაიძე შიმშილობას იწყებს

139
გიორგი ჩიკვაიძე

დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე ბრალდებული ბიზნესმენი, გიორგი ჩიკვაიძე შიმშილობას იწყებს. ამის შესახებ ნათქვამია წერილში, რომელიც ბიზნესმენმა ციხიდან გამოაგზავნა.

გიორგი ჩიკვაიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო პატიმრობით შეეცვალა – ბიზნესმენი სხდომათა დარბაზშივე დააკავეს

დაპატიმრების გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, გიორგი ჩიკვაიძემ მოსამართლეს „მურუსიძის მონა“ უწოდა და უთხრა, რომ მის დასასანქცირებლად ყველაფერს გააკეთებს

ნანუკა ჟორჟოლიანი გიორგი ჩიკვაიძეზე: „დღეიდან ის პოლიტიკური პატიმარია და როცა ადამიანს ამ ნიშნით იჭერენ, უნდა ვთქვათ და ვიბრძოლოთ მისი თავისუფლებისთვის“

„მე არ შევეგუები ამ სისტემის მიერ ჩაგვრას! დღეიდან გადავდივარ სრულ შიმშილობაზე.

ამჯერადაც ვიქნები გამორჩეული ჩემს პრინციპულობაში, თუნდაც ეს დამიჯდეს სიცოცხლის ფასად, ამას გავაკეთებ ჩემი ქვეყნის სიყვარულისთვის“, – ნათქვამია გიორგი ჩიკვაიძის წერილში, რომელიც „რადიო თავისუფლებას“ მისმა ძმამ, დიმიტრი ჩიკვაიძემ მიაწოდა.

ასევე, ის ოჯახის ახლობლებსა და ნაცნობებს მიმართავს:

„ყველა ვინც დუმხართ, ხართ ამ პროცესის მონაწილე. მეგობრებო, არ გაჩერდეთ. ბრძოლა გრძელდება გამარჯვებამდე“.

ცნობისათვის, დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, იზა კელენჯერიძემ დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე ბრალდებულ ბიზნესმენს, გიორგი ჩიკვაიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 50 000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეუცვალა. გიორგი ჩიკვაიძის ბიზნესპარტნიორისთვის, ირაკლი პაპიაშვილისთვის შეფარდებული გირაო კი ძალაში დატოვა.

დაპატიმრების გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, გიორგი ჩიკვაიძემ მოსამართლეს უთხრა, რომ მის დასასანქცირებლად ყველაფერს გააკეთებს და მას „მურუსიძის მონა“ უწოდა.

ფოტო სლაიდზე: ინტერპრესნიუსი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g