LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიზნესომბუდსმენი გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგში საქართველოს პოზიციას აფასებს

113

გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგში საქართველო პოზიციის გაუმჯობესება ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ზრდაზე მიუთითებს, – ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა. მისი შეფასებით, რეიტინგში გაუმჯობესება იმ მაჩვენებლებში წინსვლით არის გამოწვეული, რომელიც ბიზნესის წარმოების ხელსაყრელ პირობებს ქმნის.

მთავარი პრიორიტეტი, რომელიც საქართველოს აქვს რეგიონის სხვა ქვეყნებთან მიმართებაში – დაბალი ბიუროკრატია და დაბალი გადასახადებია. ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია ისიც, რომ არსებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები ევროკავშირთან, ჩინეთთან და რეგიონის სხვა ქვეყნებთან საქართველოს აძლევს მნიშვნელოვან უპირატესობას ბიზნესის წარმოების პროცესში. საქართველოს გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში დაწინაურება ცალსახად მიუთითებს ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ზრდაზე. როდესაც ინვესტორი აკეთებს არჩევანს რეგიონის რომელ ქვეყანაში დაიწყოს ბიზნესსაქმიანობა, გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგს ექცევა ყურადღება. ეს არის ინვესტორებისთვის ძალიან კარგი სიგნალი, რომ დაინტერესდნენ საქართველოთი და განახორცილონ ბიზნესსაქმიანობა საქართველოში,“ – განაცხადა ბიზნესომბუდსმენმა.

შეგახსენებთ, გლობალური კონკურენტუნარიანობის 2018 წლის რეიტინგში საქართველომ 140 ქვეყანას შორის 66-ე ადგილი დაიკავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g