რამდენიმე დღის წინ, სამხრეთკორეულმა ჯგუფმა Blackpink ახალ კომპოზიცია How You Like That და მასზე გადაღებული კლიპი გაავრცელა, რომელიც ბენდის პირველ ალბომში იქნება წარმოდგენილი.
ახლა კი ცნობილი ხდება, რომ ნამუშევარი გინესის რეკორდების წიგნში 5 კატეგორიაში ლიდერობს. 26 ივნისს გამოშვებულმა ნამუშევარმა რამდენიმე რეკორდი დაამყარა.
ის 24 საათში „იუთუბზე“ ყველაზე პოპულარული ვიდეო გახდა და ასევე ყველაზე პოპულარული კეი-პოპ ვიდეოს ტიტულიც მოიპოვა. გარდა ამისა, პრემიერის დროს ვიდეოს მაყურებელთა ყველაზე დიდი რაოდენობა უყურებდა.
ამ მონაცემებით გოგონათა კოლექტივმა, სამხრეთკორეულ ბოიბენდს BTS-ს გაუსწრო.