32 წლის ბლეიკ ლაივლი და 42 წლის რაიან რეინოლდსი მესამე ბავშვის მშობლები გაქხდნენ. მათ შვილი ჯერ კიდევ აგვისტოში შეეძინათ, თუმცა ამის შესახებ ცნობილი მხოლოდ ოქტომბერში გახდა.
როგორც იქნა, წყვილმა გულშემატკივრებს ბავშვის ფოტო გაუზიარა და სქესი გაამხილა. მათ ქალიშვილი ეყოლათ. ფოტოში ბავშვის სახე არ ჩანს, რეინოლდსმა ის „სმაილით“ დაფარა. ჯერჯერობით არც პატარას სახელია ცნობილი.
შეგახსენებთ წყვილი უკვე 2 შვილს ზრდის, 2 წლის ინესასა და 4 წლის ჯეიმსს.