LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Bloomberg-ის სატელევიზიო და ციფრულ პლატფორმებზე საქართველოს შესახებ საიმიჯო კამპანია დაიწყო

63
bloomberg

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებითა და Bloomberg-თან თანამშრომლობით, საქართველოს საერთაშორისო საინვესტიციო და საიმიჯო კამპანია დაიწყო. ინფორმაციას „აწარმოე საქართველოში“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, Georgia – A Pleasure Doing Business კამპანიის ფარგლებში, Bloomberg-ის სატელევიზიო და ციფრულ პლატფორმებზე, ასევე, Bloomberg-ის ვებგვერდზე, გასავრცელებლად საიმიჯო ვიდეორგოლები, სტატია და სხვადასხვა სახის მასალები დამზადდა.

კამპანიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნაწილია საინფორმაციო ვიდეორგოლი, რომელშიც საქართველოს საინვესტიციო უპირატესობებსა და წარმატებულ ბიზნესსაქმიანობაზე მაღალი საერთაშორისო ცნობადობისა და ნდობის მქონე პირები საუბრობენ, კერძოდ, EBRD-ის რეგიონალური პრეზიდენტი კატარინა ბიორლინ ჰანსენი, საერთაშორისო ბიზნეს პროცესების აუთსორსინგ კომპანია Majorel-ის საქართველოს ოფისების დირექტორი, ალექსანდრე მირონენკო, და მზის პანელების მწარმოებელი კომპანიის AIONRISE ბიზნესის განვითარების მთავარი ოფიცერი, შოკრუხ ბარათოვი.

აქტიური კამპანია 2022 წლის ნოემბრის ბოლომდე გასტანს და მოიცავს როგორც ევროპის, ასევე, აზიისა და აშშ-ს ბაზრებს. კამპანიის ვებგვერდის ბმულია: https://sponsored.bloomberg.com/article/how-georgia-became-a-trusted-destination-for-business-and-investment“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g