Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დღეს ლარი მკვეთრად გაუფასურდა. კერძოდ, 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.4000 ლარად ივაჭრება მაშინ, როცა პლატფორმაზე ვაჭრობა 3.3500 კურსით დაიწყო.
ცნობისთვის, ეროვნული ბანკის მიერ 4 მარტს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 3.2744 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.6035 ლარია. ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ახალ ოფიციალურ კურსს დღეს, 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.